09:09 - 02 Aug, 2026
|
2019-05-06 15:12:03, 1262 ნახვა
პოლიტიკა
ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო. წირვა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ, მერობის კანდიდატმა თანაქალაქელებს გიორგობა მიულოცა. "მინდა, გიორგობის დღესასწაული მივულოცო ყველა მართლმადიდებელს და სრულიად საქართველოს. წმინდა გიორგის ძალა და მადლი ფარავდეს თითოეული თქვენგანის ოჯახს. გიორგობა განსაკუთრებული დღესასწაულია, წმ. გიორგი საქართველოს მფარველია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაე, ეს დღე ახალი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)