|
2019-05-06 12:44:23, 1081 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი - „ინტერნეტ ბოტებმა“ იმ სპეცრაზმელის ვინაობა შემატყობინეს, ვინც ჩემი შვილი მოკლა
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, „ინტერნეტ ბოტებმა“ იმ სპეცრაზმელის ვინაობას შეატყობინეს, ვინც მის შვილს ესროლა. როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ინტერნეტ ბოტებს სუს-ი მართავს და ეს არის მისი პროვოცირების მცდელობა. „ერთ-ერთი ადამიანია ირაკლი ზაქარეიშვილი, ალბათ ძალიან კარგ თანხას უხდიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრიმინაციისათვის. სუს-ი პირდაპირ აცხადებს, რომ ამან არ მოკლა, ამან მოკლა, ეს დამნაშავეა. მაგრამ მე არ ვიცი ის გვარი. მაგრამ ერთი ცხადია, ერთი ვიცი. ყოველი ახალი გვარის გამოჩენისას მე მიკლავენ ისევ თემირლანს. ყველაფერი გამჟღავნდება, ყველაფერი სამართალი დაიდება. მთელი ქვეყანა გაიგებს რამდენად შეტოპა სახელმწიფომ, რამდენად შეტოპა ჭაობში თემირლანის საქმის გამო. არ გამოგივათ . საკმაო დრო გავიდა, წელიწადნახევარი გავიდა. მთელი ჩემი ფსიქიკა შეისწავლეთ, მთელი ჩემი ყოფაქცევა შეისწავლეთ მაგრამ ხომ ხედავთ არც მიყიდით, არც გამტეხთ, არც დამაშინებთ. თქვენ კი არა გომელაურის უწყება, თქვენ ნაირი ათი უწყება კიდევ, რომ დაგემატოთ არ გამოგივათ ჩემთან არაფერი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)