|
2019-05-06 11:10:50, 974 ნახვა
საზოგადოება
ლადო კახაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს. მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ჭავჭავაძის გამზირის, ინგოროყვასა და ვეძინის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო საკუთარი პროგრამა, ისაუბრა ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტებზე, როგორიცაა საყოველთაო დაზღვევის ლიმიტების ზრდა და ამორტიზებული შენობებისა და საცხოვრისების უმოკლეს პერიოდში რეაბილიტაცია. შეხვედრის დროს მოსახლეობის მხრიდან დაისვა რამდენიმე კონკრეტული საკითხი, მათ შორის ახალი ლიფტების თანამონაწილეობით დამონტაჟება და სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია, რაზეც ამომრჩეველმა ლადო კახაძისგან მიიღო პირობა, რომ ყველა პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაიჭრება.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)