|
2019-05-05 12:41:50, 1070 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: აპრილში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაიჭრა თბილისში
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აპრილის საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს. მხოლოდ გასულ თვეში დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 7281 ღია კამერიანი აკრძალული, მკვლელი წყალგამაცხელებელი და გაზგამათბობელი ჩახსნეს. მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადგარები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტი - 1441 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს. ჩუღურეთში - 895, სანზონაში - 888, ისანი-ვაზისუბანში - 884, ნაძალადევში 729 ღია კამერიანი საშიში დანადგარი გათიშეს ქსელიდან, გლდანში - 672, კრწანისის რაიონში - 451, მთაწმინდის რაიონში - 398, საბურთალოს რაიონში - 331, ვაკეში - 181, დიდუბეში კი 145 მკვლელი დანადგარი ჩაჭრეს, ნუცუბიძეზე - 131, დიღომში - 89. აკრძალული ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წყნეთში დაფიქსირდა, სულ 46. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეგახსენებთ, რომ ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების თვითნებური, კუსტარული მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში არის საშიში და აკრძალული. ნუ მოიხმართ ღია კამერიან გაზდანადგარებს. გახსოვდეთ, CO კლავს!
სამგორი - 1441 ჩუღურეთი - 895 სანზონა - 888 ისანი-ვაზისუბანი - 884 ნაძალადევი - 729 გლდანი - 672 კრწანისი - 451 მთაწმინდა - 398 საბურთალო - 331 ვაკე - 181 დიდუბე - 145 ნუცუბიძე - 131 დიღომი - 89 წყნეთი - 46 სულ - 7281
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)