|
2019-05-05 11:30:55, 1000 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა 100-ზე მეტი მოსწავლის მონაწილეობით სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის N103 საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება გაიმართა. ღონისძიებაში 100-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი მონაწილეობდა. მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სკოლის შენობაში სიმულაციური საგანგებო სიტუაცია შექმნეს და დააკვირდნენ, როგორ გამოიყენეს მოსწავლეებმა საგანგებო სიტუაციის დროს ორგანიზებული ქცევის შესახებ სკოლაში შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს გააცნეს საგანგებო სიტუაციის დროს საკუთარი მოვალეობები - მოეწყო მაღალი სართულებიდან დაშვება, განხორციელდა შენობის ევაკუაცია, ჩაკეტილი სივრციდან მოქალაქის გამოყვანა და სხვა. სიმულაციური სწავლების მიზანი იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების მზადყოფნა საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. NS
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)