09:09 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-05 11:25:47, 1365 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „შაბათის ქრონიკაში"  სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის დიდი წარმატება და მთავრობა მის კიდევ უფრო გაღრმავებას აპირებს. მამუკა ბახტაძის თქმით,  მთავრობა ყოველთვის მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.

„ჩვენ   დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიურად  ვცდილობდით, მიგვეტანა  ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია, ვისაუბროთ მდგრადი უსაფრთხოების სისტემებზე ევროპული, თუ ევროატლანტიკური ოჯახისთვის. ნატოს ბოლო ინიციატივების მიხედვით, სწორედ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ხდება მთავარი პრიორიტეტი ალიანსისთვის და ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ისევე, როგორც ევროკავშირმაც დააფიქსირა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics