|
2019-05-03 18:44:22, 1220 ნახვა
საზოგადოება
„დაგვიბრუნეთ მამა“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების აქცია საპატრიარქოსთან
საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა ილია მეორისგან მიღებული დანაპირების შესრულებას და დეკანოზის შეწყალებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების მოსაზრებით პატრიარქს მამალაძის შეწყალება შორენა თეთრუაშვილმა გადააფიქრებინა. „მას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა, რომ პრეზიდენტისთვის მიემართათ, წერილი დაეწერათ, მაგრამ ამ ქალბატონმა შორენამ, რომელიც აქ მოკალათებულია, პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და ყველა და ყველაფერი თავის ნება-სურვილზე წაიყვანა. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის ასეთი, რომ თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რაც იურიდიულად მას გააჩნია ეკლესიაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩემი ძმის შეწყალება მოხდება, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ამ ქალბატონს სადავეები ხელში უჭირავს, მანამდე საქართველოს ეკლესიაში სიკეთე არ იქნება“, - განაცხადა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ. საპატრიარქოსთან შეკრებილებს შორის დეკანოზის მცირეწლოვანი შვილებიც არიან. მათ ხელში პლაკატები წარწერით "დაგვიბრუნეთ მამა, მამა გვენატრება, ნუ დაგვაობლებთ" უჭირავთ. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება, აქციები საპატრიარქოსთან გაგრძელდება.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)