|
2019-05-03 17:12:26, 1270 ნახვა
საზოგადოება
20-22 ივნისს თბილისში „სთორითელინგის“ პირველ საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-იმ საფუძველი ჩაუყარა „სთორითელინგის“ პირველ საერთაშორისო ფესტივალს რეგიონში, რომელსაც თბილისი 2019 წლის 20-22 ივნისს უმასპინძლებს. ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner&Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი - აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი - ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები. ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ „სთორითელინგის" როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს და მიიღეონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები სპეციალურად ჟურნალისტებისთვის. ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: http://tbilisistorytelling.com ბილეთები: http://tbilisistorytelling.com/tickets/ ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story ფესტივალის მთავარი პარტნიორი: თიბისი სტატუსი მხარდამჭერები: Windfor’s, აჭარა ჯგუფი, ამერიკის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ფაბრიკა.
(R)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)