|
2019-05-03 17:06:41, 1296 ნახვა
საზოგადოება
ქანთარია უქმე დღეებიდან 8 მარტის ამოღებისა და 14 მაისი „სამშობლოს დღედ“ გამოცხადების ინიციატივით გამოდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია უქმე დღეებიდან 8 მარტის ამოღებისა და თამარ მეფის ხსენების დღის, 14 მაისი სამშობლოს დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის. დეპუტატი შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიცირებას 6 მაისს გეგმავს. „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, როცა განელებულია პატრიოტული სულისკვეთება და ქვეყნის ისტორიისადმი ცოდნის ინტერესი, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული მუხტის კონსოლიდაციისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. ქართული სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვებების წინა პლანზე წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაციისათვის. თამარის მეფობის წლები საქართველოს ოქროს ხანად არის აღიარებული. ამ ისტორიულ ეპოქას სათავე დაუდო დავით აღმაშენებლის მიერ მოპოვებულმა გამარჯვებებმა. დიდგორის ბრძოლა იყო გარდამტეხი საქართველოს გაერთიანების გზაზე და ქართული სახელმწიფოს აღმავლობის საფუძველი. ამ ბრწყინვალე მიღწევების „სამშობლოს დღესთან“ დაკავშირება და მისი აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. თამარის ხსენების დღე - 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად, სამშობლოს დღედ უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება. ამასთან, ყოველ წელს ამ დღესასწაულის ცენტრი უნდა იცვლებოდეს და აქცენტი გაკეთდეს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რეგიონზე, სადაც მოხდება სამშობლოს დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა მოსახლეობისა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ“, - აღნიშნულია კანონპროექტში.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)