08:08 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 14:52:52, 1250 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის წყლის მიმართულების მენეჯერს დევიდ მიშოს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის წყლის მიმართულების მენეჯერს დევიდ მიშოს შეხვდა, სადაც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც წყლებზე მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებს განახორციელოს.

ასევე აღინიშნა, რომ 8 მაისს ინტერსექტორული შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილავენ იმ პრიორიტეტული წყალსაცავების მშენებლობის პროექტებს, რომელიც არამხოლოდ საირიგაციო ფუნქციის შემსრულებელი იქნება, არამედ მოემსახურება ქვეყნის ენერგეტიკულ მიზნებსაც.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე ხატია წილოსანი და სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics