11:48 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 14:31:28, 1148 ნახვა

საზოგადოება
ზაფხულიდან თბილისის 9 საბავშვო ბაღის შენობების გამაგრების სამუშაოები დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს 9 საბავშვო ბაღის შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციას დაიწყებს.  გამაგრებას ექვემდებარება N170, N200, N100, N126, N150, N144, N55, N2 და N4 ბაღების შენობები.

სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N170 და N200 ბაღებში იმყოფებოდა. ორივე ბაღში სამუშაოები ზაფხულში დაიწყება. გამაგრებას ექვემდებარება შენობების კონკრეტული ფლიგელები, რის შემდეგაც ჩატარდება სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები. N200 ბაგა-ბაღში სამზარეულოს ბლოკი და საწყობებიც გარემონტდება.

კახაბერ გვანცელაძის თქმით, შენობების რეაბილიტაცია ექსპერტთა დასკვნებს ეყრდნობა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ბავშვთა უსაფრთხოება არის ის პრიორიტეტი, რითაც ვხელმძღვანელობთ და სწორედ ამის გამო დავიწყეთ შენობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა. თითოეული პროექტი, რომელიც შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ექსპერტთა შეფასებების მიხედვით ხორციელდება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ცხრა შენობის გამაგრების პროექტების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება 3 მილიონი ლარია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics