|
2019-05-02 14:28:53, 1303 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია გახარიას: გვითხარით, რომ კერზაიას საქმეს მთავრობაში ვიღაც ბლოკავს და მასთან ჭიდაობაში თქვენი მხარდამჭერი ვიქნებით
„პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას მიმართა, რომელსაც პარლმანეტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ხოშტარიამ შს მინისტრს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების კონკრეტული პასუხები მოსთხოვა. „თქვენ 21 დეკემბერს განაცხადეთ - „მე პირადად გპირდებით, რომ ია კერზაიას საქმეს დავასრულებ და თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა აი ასე დავსხდეთ და ვისაუბროთ, მერე უბრალოდ შეგრცხვებათ“. ნამდვილლად არ არის ჩემი საქმე, ვის რაზე შერცხვება. ნამდვილად არ მიყვარს მორალის კითხვა, მაგრამ რაადგან ასეთი სიტყვები იხმარეთ თავად, იქნებ გთხოვთ, ის პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ. რადგან ასეთი ტონით მოგვმართავდით და ასეთი მტკიცე პირობა დადეთ, რომ ეგებ უბრალოდ პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ. თუნდაც გვითხრათ, რომ თქვენ ვერ ერევით ამ საქმეს და ვიღაც არის ამ მთავრობაში, რომელიც ბლოკავს და ხელს გიშლით ამ საქმის გაკეთებაში, ბოლომდე თქვენი მხარდამჭერი ვიქნებით მათთან ჭიდაობაში“, - მიმართა ხოშტარიამ გახარიას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)