|
2019-05-02 13:07:36, 1165 ნახვა
საზოგადოება
გახარია: კამპანიაში „მეტი სიცოცხლისთვის“ სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, რომლებმაც პასუხისმგებლობა სრულად გაიაზრეს
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა საგზაო უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრა. როგორც გახარიამ განაცხადა, კამპანიაში „მეტი სიცოცხლისთვის“ სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, რომლებმაც პასუხისმგებლობა სრულად გაიაზრეს „საგზაო უსაფრთხოების ნაწილში, მარტივად მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. ასობით ადამიანს, ყოველ წელს ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქუჩებში და 2018 წელს დავკარგეთ 500- ზე მეტი ადამიანი, ამიტომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქ თქვენი მხადაჭერის იმედი გვაქვს არამხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების, არამედ იმ კამპანიის ნაწილშიც , რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო. კამპანიას „მეტი სიცოცხლისთვის" ჰქვია და მასში სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ერთვება სხვა და სხვა ფორმით, რომლებმაც სრულად გაიაზრეს პასუხისმგებლობა და ამ რაღაც გაურკვეველი პროტესტული ესთეტიკის მაგივრად ერთვებიან იმ კამპანიაში, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს და რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)