|
2019-05-02 12:43:50, 1121 ნახვა
საზოგადოება
3 მაისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, 3 მაისს, თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიურ ვაკანსიებს 20-მდე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანია შესთავაზებს. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. ღონისძიება თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას ინიციატივით იმართება და ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ. ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: ქ. თბილისი; ჩარგლის ქუჩა N 73.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)