12:39 - 19 Aug, 2026
|
2019-05-01 18:59:12, 1404 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მორაგბეებს: თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია
თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის 2019 წლის ჩემპიონი საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა რაგბისა და სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია. პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა მორაგბეებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ისინი საკუთარი წარმატებებით ქართველ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გაახარებენ. საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის ჩემპიონატზე ფინალში ესპანეთის გუნდი დაამარცხა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)