|
2019-05-01 18:57:28, 1343 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის 30-მდე თანამშრომელმა ICCROM-ის სასწავლო კურსი გაიარა
კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) სასწავლო კურსი „პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობის კრიზისის პერიოდში" საქართველოს ეროვნული არქივის 30-მდე თანამშრომელმა გაიარა. ღონისძიება „ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართა. სასწალო კურსი ჩაატარეს „ლურჯი ფარის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ მანანა თევზაძემ და ამავე კომიტეტის პროგრამების მენეჯერმა მარიამ კალხიტაშვილმა. საქართველოს ეროვნული არქივი „ლურჯი ფარის" ეროვნული კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია (2013 წელი). ორგანიზაცია ემსახურება ეროვნულ დონეზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების შემუშავებას კრიზისულ სიტუაციებში. ღონისძიება დაემთხვა ამერიკელ არქივისტთა საზოგადოების მიერ დაარსებულ დღეს - „May Day". ეს დღე ეძღვნება შესაძლებლობას, რომ კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე ადამიანებმა საგანგებო ვითარების შემთხვევაში ექსპონატების გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანონ.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)