|
2019-05-01 17:44:21, 1314 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სამი ალტერნატიული ბაღი გახსნა
შუახევში, საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი საბავშვო ბაღები გაჩნდა ისეთ სოფლებშიც, სადაც სკოლამდელი დაწესებულების სივრცეები არასოდეს ყოფილა. ახალ ბაღებთან ერთად იხსნება ალტერნატიული ბაღებიც. დღეს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამი ალტერნატიული ბაღი გახსნა. მაწყვალთაში, კვიახიძეებში და დღვანში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამავე სოფლის საჯარო სკოლებში განთავსდა. ამჟამად მუნიციპალიტეტში 9 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს. ჯგუფები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო პროცესისთვის. „სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალური ყურადღება ექცევა სკოლამდელი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას და თითოეული ბავშვისათვის შესაბამის გარემოში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. დღევანდელი დღეც ამის დასტურია, გაიხსნა სამი ალტერნატიული ბაღი.მადლობა მინდა ვუთხრა სკოლების ხელმძღვანელობას, რომ გამოგვიყეს ფართი ჯგუფების გასახსნელად. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩვენი მიზანია, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყურადღების გარეშე“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. დღესვე, შუახევის მერი მაწყვალთის, კვიახიძეების და დღვანის მოსახლეობას შეხვდა, დაათვალიერა კვიახიძეების ეთნოგრაფიული მუზეუმი. მერთან ერთად იმყოფებოდნენ საკრებულოს წევრები გენად მიქელაძე, იმედა მუკუტაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე და მერის რწმუნებული დღვანის ადმინისტრაციულ ერთულში ჯუმბერ ფუტკარაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)