|
2019-05-01 13:29:18, 4179 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს მუდმივმა წევრებმა პირველ სხდომაზე პრემიერისგან გარკვეული დავალებები მიიღეს. უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს სტრუქტურის შესახებ ისაუბრა. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა იმ უწყების მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და განახორციელებს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა სხდომა ერთ თვეში გაიმართება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაში საბჭოს მუდმივი წევრები - შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)