|
2019-04-30 15:11:45, 1281 ნახვა
პოლიტიკა
მოისწრაფიშვილი ტრამპის პოსტის გაზიარებაზე: ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც
"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას. მოისწრაფიშვილი კიბერთავდასხმასაც არ გამორიცხავს. "ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც და ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათაშორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ, კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის პოსტი გააზიარა, სადაც თეთრი სახლის ხელმძღვანელი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)