|
2019-04-28 12:34:36, 1115 ნახვა
საზოგადოება
გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. გიორგი პატარიძე N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა და არასრულწლოვან მსჯავდებულებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადასცა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თქმით, არასრულწლოვანი პატიმრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს. "დღეს მოვედით N11 პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ. მათ საქართველოს საპატრიაქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადავეცით, რისთვისაც საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თითოეულ თავისუფლებააღკვეთილ პირს მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!",- განაცხადა გიორგი პატარიძემ. სააღდგომო ნობათი საქართველოს საპატრიარქოსგან N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა, ასევე N5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრებმა მიიღეს.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)