13:26 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 17:51:07, 1541 ნახვა

საზოგადოება
ზალკალიანი დავით გარეჯზე: აზერბაიჯანული მხარე დაკეტილ პუნქტებს გახსნის

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია.

როგორც მინისტრმა განმარტა, აზერბაიჯანული მხარე დაკეტილ პუნქტებს გახსნის.

„საუბარი მქონდა ჩემს კოლეგასთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაკეტილი პუნქტები გახსნას. მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა უფრო ინტენსიურად მოგვარდეს. მოგეხსენებათ, პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო. ჩვენ ამაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში გვექნება და პროცესი დაიწყება. იმედი გვაქვს, ეს საკითხი ორ მხარეს შირის მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება. მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ითქვას, რომ აქტიური კომუნიკაციის შედეგად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ეს პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics