|
2019-04-25 14:58:26, 1239 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა
მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა, - ამის შესხებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის განმარტებით, მეტროპოლიტენში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რომლის დროსაც 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი მთლიანად შეიცვლება. „მგზავრების უსაფრთხოებისთვის გაჩერდა ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა. პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული. ახლა, ამ წუთში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზოგადად, ეს არის პრობლემა, თქვენ წარმოიდგინეთ, 66 წელს დაიწყო მეტრომ ფუნქციონირება, შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში სხვა და სხვა სადგურები ემატებოდა და მას შემდეგ ეს ძალოვანი კაბელი არ შეცვლილა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მეც მთავრობის წინ ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიანად 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელის მთლიანი რეაბილიტაცია, ანუ აღდგენა გვაქვს დაგეგმილი. აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, 17 მილიონი დოლარი გამოყოფილია, ტენდერი ჩატარებულია, გვყავს უკვე კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)