|
2019-04-25 11:53:18, 1220 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი სოფელ როდინაულის, ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის, ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა. მმართველი გუნდის წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, ვანო ზარდიაშვილმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „თქვენი ხმა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, თქვენი წვლილი უნდა შეიტანოთ გიორგი გოგლიჩიძის გამარჯვებაში, რომელიც არის სამართლიანობის, პრინციპულობის, ბრძოლის, ვაჟკაცობის, უკეთესი ზესტაფონის გარანტია. მას შეუძლია ყველაზე ახლოს იყოს ხალხთან და თქვენთან ერთად ის ძალიან ბევრ რამის გაკეთებას შეძლებს“ - მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას რატი იონათამიშვილმა. ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ როდინაულის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. მათ შორისაა, გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი, რომელიც დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ზესტაფონის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლიდან დაიწყება. გაზიფიცირებასთან ერთად, სოფელ ცხენთაროში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სასოფლო გზის აღდგენა და სხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)