|
2019-04-24 13:31:14, 1359 ნახვა
საზოგადოება
აღდგომას მეტრო გარკვეულ საათებში, ხოლო ავტობუსები მთელი დღის განმავლობაში უფასოდ იმუშავებენ
სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მამუკა მუმლაზის ინფორმაციით, აღდგომის ღამეს მეტრო 23:00-დან დილის 04:00-მდე უფასო იქნება. რაც შეეხება ავტობუსებს, მამუკა მუმლაძის თქმით, დადგენილია 8 მარშრუტი, საიდანაც მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ. "აღდომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილის ღამის 23 საათიდან 28 აპრილის 4 საათამდე მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 4 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროს სადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროს სადგურებია: ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე, აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)