|
2019-04-24 12:14:53, 1232 ნახვა
საზოგადოება
სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქისა და სამება-მახათას მთის მიმართულებით საბაგიროები აშენდება
თბილისის მერია დედაქალაქში სამი მიმართულებით, ახალი საბაგირო გზების ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ განიხილება საბაგირო ტრანსპორტის „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთის“ მიმართულებით განვითარება. თბილისის მერის თქმით, ახალი საბაგირო გზების განვითარების მიმართულებით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, დაახლოებით, 750 000 ლარი და ხუთი თვე სჭირდება. „საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, როდესაც გაიცა დავალება იმ კონკრეტული არეალების გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება - „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთა“. შესაბამისად, ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დასაბუთების მომზადება გვჭირდება, რომლის შემდეგაც უკვე სრული სურათი გვექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტრანსპორტის აღნიშნული სახეობით, ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს. „პრიორიტეტების მიხედვით დალაგდება, რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის და უკვე ხუთი თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება ის პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. საბაგირო გზები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)