|
2019-04-23 16:53:33, 1044 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამჯერად სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში შენდება. პროექტის მიმდინარეობას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. მისი თქმით, დაწესებულების ამოქმედების შედეგად, 230-ით მეტ ბავშვს მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. „დავიწყეთ კიდევ ერთი ბაგა-ბაღის მშენებლობა. აქ 8 ჯგუფი იფუნქციონირებს, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულება მიიღებს 230 აღსაზრდელს, დაასაქმებს 60-მდე ადამიანს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილი იქნება სახანძრო უსაფრთხოება, დამონტაჟდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსათვის იგეგმება. სამგორის რაიონში ამჟამად 27 ბაღია, მომავალი წლიდან კი ეს რიცხვი 29-მდე გაიზრდება.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)