|
2019-04-23 15:41:54, 1498 ნახვა
პოლიტიკა
რატომ დატოვა ლაშა ჟვანიამ თანამდებობა - პრეზიდენტის პრესსპიკერი განმარტებას აკეთებს
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან ლაშა ჟვანიას წასვლილის მიზეზებს განმარტავს. ხატია მოისწრაფიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჟვანიას გადადგომის მიზეზი, პრეზიდენტთან დაპირისპირება და კონფლიქტი გახდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. „ბატონი ლაშა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა. ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ ის შეძლებდა უკან დაბრუნებას. ჯერჯერობით არანაირი კანდიდატურა, ყოველ შემთხვევაში ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი იყოს, არ განიხილება. არანაირი დაპირისპირება არ არის“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. ცნობისთვის, ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი 19 აპრილს დატოვა და პატრიარქის ფონდში დაბრუნდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)