06:12 - 02 Aug, 2026
|
2019-04-23 14:14:55, 1390 ნახვა
პოლიტიკა
PACE-ს სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე ფრენკ შვაბე „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე ფრენკ შვაბე და ამავე ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი ფრანჩესკა არბოგასტი „ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს - კახი კალაძეს, პოლიტიკურ მდივანს - ირაკლი ღარიბაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს - არჩილ თალაკვაძეს და უმრავლესობის წევრს - დიმიტრი ცქიტიშვილს შეხვდნენ. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, ჯანდაცვის, განათლების და საპენსიო სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის, ევროპასა და გერმანიასთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)