|
2015-06-25 16:33:25, 806 ნახვა
ეკონომიკა
მეჭიაური: ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შემთხვევაში პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული საბჭო პოლიტიზებული იქნება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის ცალკე გამოყოფის შემთხვევაში, პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული შესაბამისი საბჭო პოლიტიზებული იქნება. როგორც მეჭიაურმა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ახალი მოდელი იქნება საპირწონე იმ პოლიტიზირებული საბჭოსი, რომელიც დღეს არსებობს. "თუ დღეს ზედამხედველობის საბჭოს ხელმძღვანელს ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოდელით, საბჭოს დაკომპლექტება მოხდება პარლამენტის მიერ. მე ხომ არ ვიძახი, რომ ეს არ იქნება პოლიტიზირებული?! გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიზებული, მაგრამ ეს იქნება საპირწონე იმ პოლიტიზებული საბჭოსი, რომელიც დღეს არსებობს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ იმ არგუმენტებზეც ისაუბრა, რის გამოც შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენა. "ეროვნული ბანკი რომ პოლიტიზებული იყო, ყველას კარგად მოგეხსენებათ - ეს იყო 2012 წელს და მეტნაკლებად ამის გარკვეული ნიშნები არსებობდა ამის შემდეგაც. მე როცა კანონპროექტის ინიცირებას ვახდენდი, ამოვდიოდი იქიდან, რომ არსებული მოდელი ჩვენს პირობებში არ იძლეოდა იმ ეფექტს, რაც უნდა მოეტანა ნორმალურ პირობებში. რამ გამოიწვია ამ მოდელის ცუდად მუშაობა? – იმან, რომ თავიდანვე მოხდა ამ ორგანოს – ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება სუფთა პოლიტიკური ნიშნით: 7 კაციან საბჭოში 3 მარტო პროკურორია შეყვანილი. არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთ ხელშია ყველა - როგორც საზედამხედველო ისე მონეტარული ფუნქცია მოქცეული, ისინი კი, ვის ხელშიცაა მოქცეული ეროვნული ბანკის მართვა, არ სარგებლობენ საზოგადოების ნდობით. აქედან გამომდინარე, არც ერთ ნდობით აღჭურვილ პიროვნებას ან ორგანოს არ გააჩნია წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც გასცემს კითხვებს პასუხებს, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაბამისობაში სახელმწიფო ინტერესებთან გადაწყვეტილებები, რომელსაც ბანკის საბჭო იღებს, ხომ არ ხდება ბერკეტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ასევე ხომ არ იყო გარდა საგარეო ფაქტორებისა ლართან მიმართებაში კიდევ სხვა ფაქტორები? აქედან გამომდინარე, თავისთავად დადგა საჭიროება, შერჩეულიყო ისეთი მოდელი, რომელიც ადაპტირებულია მსოფლიოში და რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა ქვეყანაში", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინასო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ მოამზადეს, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ - საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)