|
2019-04-22 16:49:28, 1190 ნახვა
საზოგადოება
30-მდე ღვინის ქარხანამ პირველი ქართული მშრალი საფუარი უკვე გამოსცადა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ მეღვინეებთან შეხვედრაზე ღვინის პირველი ქართული მშრალი საფუვრის სამეურნეო-ტექნიკურ მახასიათებლებზე პრეზენტაცია გამართეს. მეცნიერების მიერ შექმნილი საფუარი პრემიუმ ხარისხისაა და ის საქართველოში მოქმედმა 30-მდე ღვინის ქარხანამ უკვე გამოსცადა. შეხვედრაზე აღნიშნული საფუვრით დაყენებული ღვინოების დეგუსტაციაც მოეწყო. „საქართველოში მევენახება-მეღვინეობა წარმატებით ვითარდება. ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს, მნიშვნელოვანია ქართული კულტურული საფუარის არსებობა. ქართულ მშრალ საფუარზე მუშაობა წლების განმავლობაში, საქართველოსა და გერმანიაში მიმდინარეობდა, მისი პირველი საცდელი რაოდენობა 2017 წელს მივიღეთ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ღვინის დასაყენებლად ევროპის ქვეყნებიდან, ძირითადად კი, საფრანგეთიდან შემოტანილ საფუარს იყენებენ. საფუარი ღვინის ხარისხის და მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, ამიტომ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართული საფუარი ქართული ღვინის უნიკალურობას გამოკვეთს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)