05:14 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-21 16:04:48, 1579 ნახვა

პოლიტიკა
გახარია- შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზრალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ

შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზრალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ - შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს მიმართა.

„ერთი რაღაც მითხარით, ჩვენ ხომ ერთნი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ვართ ერთი მიწის შვილები, ძმები ხომ ვართ, ძმურად გვიცხოვრია? რისი გულისთვის, 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე ხომ არ შეიძლება. ხომ მოვედი და გელაპარაკებით. დამატებითი ძალა პოლიცია იყო, პოლიციას, ქვები რომ დაუშინეთ, რა უნდა გვექნა. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, ვილაპარაკოთ.

არავინ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, არც ერთი საქართველოს მოქალაქის უფლებები დარღვეს, მით უმეტეს, არც თქვენი და არც ფორმიანი ადამიანების და არც კიდე მშენებელი ადამიანების. ამაზე უნდა ვიალაპრაკოთ და ნიღბები უნდა მოვიხსნათ, ისე არ შეიძლება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics