|
2019-04-19 19:10:37, 1712 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია პაპუაშვილზე: ახლოდან ზრდილობიანი დეპუტატია, შორიდან უზრდელი - არ ვიცი რა ვუწოდო
ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი - არ ვიცი ამ კაცს რა ვუწოდო, - ამ სიტყვები „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრის, ზაზა პაპუაშვილს მიმართა. პლენარულ სხდომაზე, სადაც სადაც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკუთარ შეფასებებს აცნობს, გიგა ბოკერია და ზაზა პაპაუაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. თავის მხრივ, პაპუაშვილმა ბოკერიას უცენზურო სიტვით მიმართა. რაზეც ბოკერიამ განაცხადა: „ეს რობოტი ვინ იყო? ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან ძალიან უზრდელი. ძალიან აღელდა ეს ხალხი. მთელი დღე ეძინათ და ახლა აღელდნენ. დაამშვიდეთ ეს ხალხი ან მოდით და ახლოს დამელაპარაკეთ ხოლმე შესვენების დროს თუ რამე პრეტენზიები გაქვთ და ასე გიდუღთ სისხლი. ახლა რომ მორჩება, გელოდებით ყველას ვინც უკნიდან ყვირიხართ ხოლმე“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)