|
2019-04-19 13:39:32, 1562 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: ბუტაფორია მინისტრების გადაადგილებით არაფერი იცვლება - სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს
ბუტაფორია მინისტრების გადაადგილებით არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორია მზიან ადგილზე რომ დადგა, შესაძლოა სხივები დაგიჩრდილოს, - ამ სიტყვებით ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქობულიასთაან ერთად კიდევ ორი მინისტრი დაინიშნა, თუმცა ისინი თანამდებობებზე რჩებიან, ქობულია კი ბიძინა ივინიშვილის დავალებებს არ ასრულებდა. „მინისტრები ივანიშვილის ხელში ბუტაფორიები არიან, ბუტაფორიების გადაადგილებით არსებითად არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორიაც კი რაღაცას ხელს უშლის, მზიან ადგილზე რომ დადგა, შესაძლოა მზის სხივები დაგიჩრდილოს. როგორც ჩანს, ქობულიამ ივანიშვილს სადღაც გადაურბინა. როგორც ამბობენ, ის ყველა მის დავალებას არ ასრულებდა, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, რომლებიც მთავრობაში დატოვა. ფინანსთა სამინისტროში გაცილებით უარესი მდგომარეობაა, რომელსაც ეკონიმიკის მართვის რეალური ბერკეტები აქვს. ეკონომიკის სამინისტრო თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე მაინც მეორეხარისხოვანია. განათლების მინისტრი მასთან ერთად დაინიშნა და ხედავთ, განათლების სისტემაში როგორი სკანდალებია. მაგრამ სამი ახალი დანიშნულიდან ორი დატოვა, ერთი გაუშვა. ეკონომიკაში საქმე ცუდადაა, მაგრამ ეს მარტო ერთ მინისტრზე დამოკიდებული არ არის. ეს ივანიშვილის მმართველობის შედეგია“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)