|
2019-04-19 13:31:01, 1465 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - უტიფრობაა, როცა უმრავლესობა ამბობს, ვიზიარებ ვენეციის რეკომენდაციას და არაფერს იზიარებს
„ასეთი უტიფარი ტყუილი არის ძალიან უხერხული. როდესაც ამბობს მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომ ვიზიარებ ვენეციის რეკომენდაციას და იქვე ამბობს, რომ არაფერს არ იზიარებს“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება არცერთ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. „ასეთი უტიფარი ტყუილი არის ძალიან უხერხული. როდესაც ამბობს მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომ ვიზიარებ ვენეციის რეკომენდაციას და იქვე ამბობს, რომ არაფერს არ იზიარებს, ერთი და ისიც კოჭლად დაწერილი ფორმულირების გარდა, ეს არის უტიფარი ტყუილი და უბრალოდ, ძალიან უხერხულია იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც კითხულობენ ტექსტს და ესმით კარგად რა ფორმულირება იწერება. პუნქტობრივად ვცდილობდით გავყოლოდით იქამდე, ვიდრე კობახიძემ არ გადაწყვეტა, რომ გადაერბინა ამ პუნქტებისთვის და ბოლოს უკვე დააჯგუფა, იმიტომ რომ ჩქარობს ძალიან კენჭისყრას“, - აღნიშნა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)