|
2019-04-19 11:44:03, 1489 ნახვა
რეგიონი
„აჭარის ტელევიზიის“ 13 ოპერატორი პროტესტის ნიშნად გაიფიცა
„აჭარის ტელევიზიის“ 13 ოპერატორი ხელფასის მომატების და სამუშაო პირობების შეცვლის მოთხოვნით გაიფიცა. მაუწყებლის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ომარ ბერიძე ამბობს, რომ დამატებითი განმარტება მრჩეველთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდება, რომელიც დღეს, 13 საათზე, მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. ''მოლაპარაკების პროცესში ვიყავით, ამ პროცესმა ვერცერთი მხარისათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, დღეს კი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავედით - გავიფიცეთ. ახლა ჩვენ არანაირ მოთხოვნას არ ვახმოვანებთ, რადგან დღეს ბორდის სხდომა დაემთხვა, იქ გადაწყდება გარკვეული საკითხები. როგორც კი დაიდება შედეგი, გადაწყდება საკითხი, გავაკეთებთ ჩვენ განცხადებებს'', - ამბობს ომარ ბერიძე. ოპერატორებმა ტელევიზიაში გაფიცვის შესახებ განცხადება 15 აპრილს შეიტანეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი წლების განმავლობაში როგორც ოპერატორის, ასევე მემონტაჟის ფუნქციას ასრულებდნენ, ანაზღაურება კი მხოლოდ ოპერატორის ჰქონდათ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერატორებმა ხელფასის მომატების და პირობების შეცვლის თხოვნით ტელეკომპანიის დირექტორს არაერთხელ მიმართეს, თუმცა დირექტორი საკითხების განხილვას მათ მხოლოდ 2020 წლისთვის დაჰპირდა. „პროფკავშირების მიმართვით დაიწყო მედიაცია, თუმცა უშედეგოდ. დირექტორის განმარტებით, ჩვენი საკითხი უნდა განიხილოს 2020 წლისთვის, მაშინ, როდესაც დირექტორის საარჩევნო ვადა მთავრდება 2019 წელს. დირექტორის მხრიდან ჩვენი მოთხოვნების იგნორირება გრძელდება. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ იძულებული გავხდებით მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას“, - წერია განცხადებაში. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი მაია მერკვილაძე ამბობს, რომ მაუწყებელი მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს და გაფიცული ოპერატორების სამუშაოს ანალიტიკური გადაცემების და რეგიონული ბიუროების ტელეოპერატორები შეითავსებენ.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)