|
2019-04-19 11:24:27, 1383 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: არ დავარქმევდი, რომ გიორგი ქობულია მოხსნეს
არ დავარქმევდი, რომ გიორგი ქობულია მოხსნეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კონსულტაციები სულ იმართება, თუმცა მინისტრი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. „არ ვარ განწყობილი, რომ ტერმინოლოგიური კორექტირებები შევიტანო, მაგრამ ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს. მინისტრების ცვლილება წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე ამაში არ ვმონაწილეობდი, ეს არაა ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია არ არის ჩემთვის ცნობილი“, – განაცხადა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)