|
2019-04-17 18:24:08, 1688 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და თანამდებობის დატოვება თავად მოუწია
ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და თანამდებობის დატოვება თავად მოუწია, - ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ეკა ბესელიას უპასუხა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებს. კობახიძის შეფასეფით ეკა ბესელიას წევრი არაეთიკურია. „ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია. არ მინდა პოლემიკაში შესვლა. ის რთულ მდგომარეობაშია, ეს რეალური მოცემულობაა. თავის ემოციურ მდგომარეობას ქალბატონი ეკა ხშირად ავლენს ხოლმე. თავად ნახეთ, როგორ იქცეოდა დღესაც. სამწუხაროდ, მისი ქცევა არაეთიკურია უკვე დიდი ხანია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა სადაც იყო», - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)