11:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 15:38:05, 3421 ნახვა

მსოფლიო
ნოტრ-დამის კოშკურის აღსადგენად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის დროს ჩამონგრეული კოშკურის აღსადგენად საფრანგეთი საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა. ინფორმაციას bfmtv ავრცელებს. 

როგორც პრემიერმა განმარტა, კონკურსი კოშკურის აღდგენას შეეხება.  

„საერთაშორისო კონკურსის საშუალებით დავადგენთ, საჭიროა თუ არა კოშკურის ზუსტად ერთი-ერთში აღდგენა, თუ ჯობს, რომ ტაძარს ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კოშკურა გაუკეთდეს“, - განაცხადა ედუარდ ფილიპმა. 

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ნოტრ-დამში 15 აპრილს გაჩნდა. მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად ტაძარი ნაწილობრივ განადგურდა და როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მის აღდგეს წლები დასჭირდება. 

ცნობისთვის, ფრანგი მილიარდერი და კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს გარდა ნოტერ-დამის აღდგაში თავის წვლილს კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy-ის მფლობელი ბერნარ არნოც შეიტანს. არნო ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს.  









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics