|
2015-06-25 11:35:25, 668 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ე.წ. უკანონო ცხოველების ყოლას უარყოფს
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში აგვრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ზოოპარკის ტერიტორიაზე ე.წ. „ლევი ცხოველები“ იყვნენ. როგორც ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, ზოოპარკს აღურიცხავი ცხოველი არ ჰყავდა და არც ეყოლება. „პირველ რიგში ჩვენთვის გაუგებარია კონკრეტულად რას უნდა გულისხმობდეს ეს ტერმინი. თუმცა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს, თავის მოცემულობაში აბსურდულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზოოპარკს არ ყავდა, არ ჰყავს და არც ეყოლება აღურიცხავი ცხოველი. როგორც გვესმის, „ლევი ცხოველი“ გულისხმობს ზედმეტი ოდენობის არარეგისტრირებულ ცხოველის ყოლას რაღაც კონკრეტული მიზნით (შესაძლო მიზნებზე ქვემოთ მოგახსენებთ). ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ცხოველი (მაგ. ვეფხვი ან ლომი, რომელსაც დღეში 7-8 კგ ხორცი სჭირდება) უნდა არჩინოს კონკრეტული ადამიანის „ჯიბემ“, რადგან საკვებით ზოოპარკის მომარაგება ხდება მკაცრად რეგლამენტირებული ნორმების მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციით და მთლიანად პროცესი არის რეგულირებული საქართველოს კანონით შესყიდვების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „ლევი ცხოველის“ ყოლა ნიშნავს მათი კონტრაბანდული გზით გაყიდვას, თუმცა, მათივე თქმით, ფართოდ გავრცელებული მტაცებლების „შავი ბაზარი“ არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)