|
2019-04-16 13:43:08, 1867 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონის N1-4 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში მდებარე N1-4 კორპუსების მიმდებარედ, დუმბაძის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო და მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „მუხიანში, დუმბაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დავიწყეთ. აღნიშნული სკვერი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციის შემდეგ კი მოსახლეობა კეთილმოწყობილი და განახლებული სივრცით ისარგებლებს. რაიონში ამ ეტაპზე, ათი მცირე და ორი დიდი ზომის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „გია კონსტრაქშენი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სკვერის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარია გათვალისწინებული.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)