|
2019-04-16 11:30:04, 1460 ნახვა
საზოგადოება
გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ყოფილი თავმჯდომარის გენო კალანდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სიტყვით გამოსვლისას გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენა. ასევე, აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის პროცესებში. საღამოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი კოლექტივები, პოეტები და მსახიობები მონაწილეობენ. ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო-კოლაჟი. ასევე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გენო კალანდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სონეტების კრებული გამოიცა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის მეგობრები, ახლობლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. ის თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)