02:44 - 02 Aug, 2026
|
2019-04-15 23:30:04, 1480 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ
"ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს. „შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები მიმდებარე ტერიტორიებიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. უკვე ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)