|
2019-04-15 11:09:57, 1593 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“, ისრაელში არ შეუშვეს
ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“, ისრაელში არ შეუშვეს. ჯგუფის წევრების ახლობლების განცხადებით, ამჟამად 15 ადამიანი სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი, მათ შორის 4 ბავშვია. ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ახლობლების თქმით, ანსამბლის წევრებს საბუთები წესრიგში ჰქონდათ, თუმცა საზღვარზე მაინც არ შეუშვეს. მათივე თქმით, საზღვარზე დაკავებულები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. „ანსამბლი „გორდა“ 4 ბავშვთან და და რამდენიმე უფროსთან ერთად, მშობლებთან ერთად ჩავიდნენ ისრაელში მოწვევით ფესტივალზე. საბუთები, აბსოლუტურად ყველაფერი დაამზადეს, გააკეთეს, ყველაფერი ჰქონდათ ხუთიანზე გაკეთებული, ჩავიდნენ და იქ დილის თერთმეტი საათიდან საღამოს ათ საათამდე აყურყუტეს. ვითომ შემოწმებები იყო და ბოლოს ყველა, ბავშვებთან ერთად სადეპორტო ციხეში შეყარეს. იქ, სადაც საჭმელი არ არის, წყალი არ არის, ტუალეტი არ არის - გაუსაძლისი მდგომარეობაა. ჩემი რძალი დაელაპარაკა საკონსულოს და საკონსულომ გასცა ასეთი პასუხი, რომ თუ გაქვთ ფული და იყიდით ბილეთს ჩვენ დაგეხმარებით, რომ ჩამოფრინდნენ უკან. ყველას ორი გზის ბილეთი ნაყიდი ჰქონდათ“, - აცხადებს ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ახლობელი ჯაბა დაუშვილი.
წყარო - კურიერი
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)