|
2019-04-13 14:45:57, 1688 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა. კანდიდატი მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზაურ დარგალი მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გადაჭრის. „19 მაისს თქვენ აირჩევთ ახალ მერსს, რომელიც პასუხიმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში პრობლემების მოგვარებაზე და თქვენივე რჩევით ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი, ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში, ღირსეული, პატიოსანი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ზაურ დარგალი. მე დარწმუნებული ვარ, ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის და ის ყველა არსებულ პრობლემას გადაჭრის ჩვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ზაური მიიღებს თქვენს მხარდაჭერას, გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული“, - მიმართა მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)