|
2019-04-12 15:50:59, 1392 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად საყრდენი კედელი შენდება
კოჯორში, სკოლის ქუჩაზე, სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, 90 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი შენდება. კედლის მოწყობის სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა აფინანასებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 137 593 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში, არსებული, დაზიანებული კიბის ნაცვლად, ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის ახალი კიბე, კედლის მთელ პერიმეტრზე კი ლითონის მოაჯირი და მავთულბადის ღობე დამონტაჟდება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია „ინსტალ+“ ასრულებს, რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო. „მთაწმინდა რელიეფურად რთული რაიონია და გამგეობისთვის პრიორიტეტულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მოსახლეობის დაცულობას და ზოგადად, უსაფრთხო გარემო პირობებს უზრუნველყოფს. გასულ წელს, რაიონში გრუნტის დამჭერი 20-ზე მეტი კედლის მშენებლობა განვახორციელეთ და მიმდინარე წლისთვისაც იგეგმება მსგავსი მასშტაბური კედლების მშენებლობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად, წლის დასაწყისიდან გამგეობამ რაიონში სამი საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დაასრულა, სკოლის ქუჩაზე კედლის მშენებლობა კი თვის ბოლოს დასრულდება.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)