|
2019-04-10 12:49:27, 1439 ნახვა
საზოგადოება
საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდება
საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დასამონტაჟებლად, ტენდერი გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხო კამერების განთავსების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი თქმით, „ჭკვიანი კამერები“ ქალაქის ასეულობით წერტილში დამონტაჟდება, რომელიც დარღვევების დაფიქსირებასა და დამრღვევი პირებისთვის შესაბამისი სანქციების გამოწერას უზრუნველყოფს. „მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით, ტენდერს ვაცხადებთ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ვცდილობთ, ევროპული სტანდარტი დავნერგოთ, რადგან წინააღმდეგგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მხოლოდ ახალი ავტობუსების შეძენით ვერ მოგვარდება. ქალაქში საცობების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემაა. სწორედ ასეთი პროექტებითაა შესაძლებელი, არსებული პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მაგალითისთვის კოტავა-შარტავას ქუჩები მოიყვანა, სადაც აღნიშნული თვალსაზრისით ვითარება მოწესრიგებულია, თუმცა მისივე თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომფლობელები ავტობუსის სავალ ნაწილზე გადადიან ან ველობილიკებზე აპარკინგებენ, რაც აღნიშნულ ინფრასტრუქტურას პრაქტიკულად, აზრს უკარგავს.
(NS)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)