|
2019-04-10 12:17:11, 1240 ნახვა
საზოგადოება
ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე მოძრაობა ხვალიდან აღდგება
ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ხვალიდან აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღის ბოლომდე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება. „ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. თავდაპირველად, სატრანსპორტო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილზე აღდგება. შემდეგ უკვე გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელსაც ასევე მოვაწესრიგებთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ხარისხია, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ზოგადად, ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომ იმ პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ, ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. სხვანაირად შეუძლებელია და თანხის წყალში გადაყრა გამოგვივა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება.
(NS)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)