|
2019-04-10 10:31:12, 1313 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში „იფქლის“ მანქანამ მიუსაფარი ძაღლები გაიტანა
8 აპრილს, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტალსა და კახეთის გზატკეცილს შორის, გზაზე, დიდი სიჩქარით მომავალმა „იფქლის“ მანქანამ მიუსაფარი ძაღლი გაიტანა! - ამის შესახებ ინფორმაციას facebook მომხმარებელი ანასტასია ხუჭუა ავრცელებს. როგორც ანასტასია ხუჭუა წერს, „იფქლის“ მძღოლი შეგნებულად დაეჯახა მიუსაფარ ძაღლს, გარდა ამისა, დაეჯახა ძაღლებს, რომლებიც მის მანქანას გაეკიდნენ. ხუჭუას ინფორმაციით, დაზიანებული ძაღლი გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს, რომელის ღირებულებაც 600 ლარს შეადგენს. „8 აპრილს, დილის 7 საათზე, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტალსა და კახეთის გზატკეცილს შორის, გზაზე, სადაც მაქსიმალური სიჩქარეა- 40 კმ/სთ., წნორისწყლის ქუჩიდან, დიდი სიჩქარით მომავალმა „იფქლის“ მანქანამ, გაიტანა მიუსაფარი ძაღლი! შეგნებულად! რამოდენიმე ქუჩის ძაღლი გაეკიდა მის მანქანას, რაზეც გაბრაზდა და გინებით სპეციალურად მიუშვა მანქანა პირდაპირ ძაღლებისკენ! დაზარალებული ძაღლი არც კი გაკიდებია, თავისთვის იჯდა გზის პირას, მაგრამ ვერ მოასწრო გაქცევა. დანარჩენებმა მოასწრეს და უბრალოდ ბედზე გადარჩნენ! გადავიყვანეთ ვეტერინარული ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება/ Veterinary Clinic AB-Vet buneba-ში, სადაც ეგრევე გაუკეთდა გამაყუჩებელი და შემდგომ შევიყვანეთ რენტგენზე. აქვს მრავალი მოტეხილობა, მენჯი დაცილებულია ხერხემალს. დგას ძაღლის სიცოცხლის საკითხი. დაახლოებით 600 ლარი ჯდება ოპერაცია, რომელიც უნდა გაუკეთდეს მაქსიმუმ 5-7 დღის განმავლობაში, ისიც, თუ შარდვის და კუჭ-ნაწლავის მოქმედების პრობლემები არ შეექმნება. სხვა შემთხვევაში, ოპერაციასაც ვერ გავუკეთებთ, მთელი ცხოვრება ოყნის გამოყენება და კათეტერის ჩადგმა იქნება საჭირო. ისიც არ ვიცით, აქვს თუ არა დაზიანებული ნერვები. შეიძლება ინვალიდი დარჩეს. ეს ოპერაციის მერე გაირკვევა. მოგახსენებთ, რომ ძაღლი უპატრონოა, ცხოვრობს ქუჩაში და ჩვენ ქუჩაში ვზრუნავთ მაგაზე, არც ერთს არ გვაქვს სახლში წაყვანის საშვალება. ახლა ის მძღოლი მშვენივრად გრძნობს თავს, ნამუსმაც არ აწუხებს და ცუცა იტანჯება ტკივილებისგან. ვის მოვსთხოვოთ ახლა პასუხი?! დილის 7 საათიდან ვუყურებთ მაგის ტანჯვას... ხალხნო, შეიგნეთ, რომ მარტო თქვენთვის არ არის შექმნილი ეს სამყარო! ძაღლებსაც აქვთ არსებობის უფლება!“, - წერს ანასტასია ხუჭუა.
ფოტო: ანა ხუჭუა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)