|
2019-04-10 09:55:37, 1628 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. მამუკა ბახტაძე დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ევროპელი დეპუტატები მამუკა ბახტაძეს კითხვებს დაუსვამენ. ბახტაძეს მოხსენებისთვის 20 წუთი ექნება. შემდგომი 40 წუთი კი, განკუთვნილი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ევროპულ გზაზე მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ევროპელ პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხოს. სტრასბურგში ვიზიტის დასასრულს პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)