19:49 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 14:52:33, 1493 ნახვა

საზოგადოება
ქობულია: ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს 9 აპრილს დაღუპულთა გმირობის შედეგია

„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენ დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს თავისუფლების იდეა სიცოცხლის ფასად დაიცვეს და ეს იდეა რეალობად იქცა 2 წელიწადში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, სადაც მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეთა მსხვერპლით დასრულდა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ეს დიდწილად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გმირობის შედეგია, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას სიცოცხლე შესწირეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics